

შამანიზმი

შამანი - ტერმინი მსოფლიოს სხვადასხვა ენებშია გავრცელებული, ერთ ერთი ვერსიით სიტყვა შამანი წარმოიშვა ძვ. სანსკრიტული ენიდან რაც (श्रमण śramaṇa) — მოხეტიალე განდეგილს, სულიერ წინამძღოლს-ასკეტს ნიშნავდა ძველ ინდოეთში.
ბუდიზმთან ერთად ეს ტერმინი მთელს აზიაში გავრცელდა, ხოლო ტუნგუსკური (ევენური) ენიდან ეს ტერმინი ძველ რუსეთში და დასავლურ ენებში გავრცელდა.
შამანი არის ადამიანია რომელიც წარმოადგენს სულებთან დამაკავშირებელს, მათ რჩეულს და სხვა სამყაროებში მოგზაურს, რომელიც ფლობს სულების, პარალელური სამყაროების და სხვა რეალობის დანახვის უნარს.
შამანის ფუნქცია-მოვალეობა იყო (გარდაცვლილი, ბუნების, სტიქიების, ტყის, ცხოველების) სულებთან ჰარმონიული კავშირი, სამყაროს წონასწორობის და ბალანსის შენარჩუნება, ხალხის კურნება, კარგად ფლობს ეკზორციზმის ტექნიკებს, არის ბალახებით მკურნალი და შესწევს წინასწარმეტყველების და ნათელხილვის უნარი.
შამანი ყველა კულტურასა და ტრადიციაში ითვლებოდა სულების გამცილებლად და პარალელური სამყაროების კარიბჭის მცველად, რასაც ძველ ეთნოგრაფიულ ჩანახატებშიც ვაწყდებით. მკურნალობის უბადლო ნიჭი მას სწორედ სულებთან კავშირის შედეგად ქონდა მიღებული.
შამანურ პრაქტიკებში აქტიურად გამოყენებული ტექნიკები, წესების დაცვა და მოქმედებები თვალნათლივ გამოიხატება ჩვენს რეალობაშიც, რასაც ვხედავთ ფოლკლორურ და თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებში, რელიგიურ მსახურებებში, თანამედროვე და შუასაუკუნების მაგიურ ტრადიციებში, აგრეთვე ჰომეოპათიურ და ყოველდღიურ საქმიანობაში.
არ შემიძლია გვერდი ავუარო იმ ფაქტსაც რომ ძველი შამანის პერსონაჟი ძალიან ახლოს დგას თანამედროვე ადამიანთან რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ საშუალებებზე, რამეთუ არც ერთი შამანი ტრანსულ მდგომარეობაში შხამიანი, მათრობელა საშუალებების გარეშე ვერ შედიოდა სულებთან რეზოზნანსში, ამას კი სხვადასხვა შხამიანი თუ მათროებლა მცენარეების მიღებით ახორციელებდა. (სოკო, კანაფი, შხამიანი სხვა მცენარეები, ალკოჰოლი)