top of page

ნუმეროლოგია

depositphotos_104033398-stock-photo-ask-

ნუმეროლოგია წარმოადგენს ეზოთერულ სისტემას და მეცნიერებას ციფრების მისტიურ მნიშნელობებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ხალხის ყოველდღიურცხოვრებასთან, აგრეთვე ფიზიკურ და სულიერ მოვლენებთან, რაც პარალელურად დამოკიდებულია სამყაროს კანონზომიერებეთან.

საიტის მენიუ

იზოფსეფია - ნუმეროლოგია და ნუმეროლოგიური მარჩიელობა ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაშინდელ მათემატიკოსთა წრეებში (პითაგორას მიმდევრები). ეს ტერმინი აგრეთვე ცნობილია მათთვის ვინც ემხრობა ნუმეროლოგიის პრინციპების ,მაგრამ არ იზიარებენ ნუმეროლოგიის ტრადიციულ მნიშვნელობეს.  

1997 წელს გამოცემულ წიგნში Numerology: Or What Pythagoras Wrought ანდერვუდ დადლი ღიად იყენებს ამ ტერმინს, ელიოტის თავისუფალი თეორიის მომხრეთა წინააღმდეგ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ანალიზის შესახებ პოლემიკაში.

ნუმეროლოგიის პრინციპები

 

ნუმეროლოგიაში ყველა ციფრი შეიძლება დაიყვანო ერთნიშნა ციფრამდე რომელიც გამოხატავს ადამიანის ხასიათის თავისებურებას, მაგ: დაბადების წლის, თვის და დღის რიცხვების დაჯამებით მიღებული ერთნიშნა ციფრი უკვე ინახავს თავის თავში სიღრმისეულ მნიშვნელობას, არსს და დამახასიათებელ ნიშნებს კონკრეტულ ადამიანზე.

ისტორია

ნუმეროლოგიის ისტორია იწყებს სათავეს შორეულ წარსულიდან, რომელიც არაერთ ათასწლეულს ითვლის, შესაძლებელია ნუმეროლოგიის წარმოქმნა უკავშირდებოდეს პირველყოფილ დამწერლობასაც, რამეთუ მაგ: ძველ ებრაულ დამწერლობაში ციფრების გრაფიკული გამოსახულება ხდებოდა ასოებით. 

დღესდღეისობით ძნელია ნუმეროლოგიის შექმნის ზუსტი თარიღის დადგენა, რამეთუ ძველ ბაბილონში, ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთა და რომში ნუმეროლოგია როგოც ცალკე მეცნიერება არ არსებობდა, თუმცა მაგ დროის სწავლულები, ციფრებს იკვლევდნენ ფილოსოფიის კუთხით და მათემატიკური გამოთვლებით.

bottom of page