

ოკულტიზმი

პრაქტიკული ოკულტიზმის წარმოშობა უძველესი და შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, მაშინდელ პირველყოფილ ადამიანს გააჩნდა მცირე თუ დიდი მაგიური ან მისტიური ხასიათის ადათწესები. რითიც ახდენდნენ ზემოქმედებას მათ ამა თუ იმ ღმერთებსა და მათზე
დამორჩილებულ სულებზე ზემოქმედებას, რათა მათ ემსახურათ კაცობრიობისთვის. აერიდებინათ ბუნებრივი კატასტროფები და სხვადასხვა სახის უბედურებები. თავდაპირველად ეს მაგიური ტექნიკები იყო მჭიდროდ დაკავშირებული, იმ დროს გაბატონებულ რელიგიურ მოძღვრებებთან და ქურუმთა ხელში. ჩვენამდე მოღწელი ძელი ქალდევური და ძელეგვიპტური ლიტერატურის დამსახურებით გახდა ცნობილი თუ რაოდენ რთული და ღრმა შინაარსის მატარებელი იყო თითოეული რიტუალი, თავისი მრავალფეროვანი შელოცვებით და სიმბოლოკით. ამავე ქვეყნებიდან იღებს სათავეს ასტროლოგიაც, ეგვიპტე კი გვევლინება ოკულტური ფსიქოლოგიის აკვნად, სადაც იყო გაბატონებული რელიგიური შეხედულებები გარდაცვალების შემდგომ სულის გადასვლის შესახებ სხვა სამყაროში ად.ფრანკის აზრით ღვთიური არსის, ღვთაებრივი სიბრძნის შესახებ ოკულტური სწავლების (თეოსოფია) სათავე უნდა ვეძებოთ ღრმა შინაარსის მქონე ებრაელი კაბალისტებისა და ზარატუსტრას ნაშრომებში.აგრეთვე ოკულტიზმის ფართო წარმოდგენებს ვპოვებთ ნეოპლატონიზმის თეორიის საფუძლებშიც (სამების ერთარსის ემანაციებში) განსაკუთრებით კი იამვლიხისა და მისი მოწაფეების სწავლებებში, რომლის კალამსაც მიაწერენ «Περί μυστηρίων» ნაშრომს,