
მისტიური მცენარეები

მცენარეების სამკურნალო და მისტიური ბუნება კაცობრიობისთვის ცნობილია ათასწლეულების განმავლობაში, მცენარეების მიმართ დიდ სიფრთხილეს და პატივისცემას გამოხატავდნენ, რამეთუ კარგად იცოდნენ მათი როგორც სამკურნალო აგრეთვე მომაკვდინებელი ბუნება.
რამდენი ლეგენა და გადმოცემა არსებობს მცენარეების მისტიურ და სამკურნალო თვისებებზე, ჯერ კიდევ ძველ დროში 20 000 სახეობის მცენარე იყო ცნობილი და კარგად იცოდნენ თითოეული მცენარის სამკურნალო და მაგიური ბუნება.
მცენარეებს არამხოლოდ სამკურნალოდ, არამედ საკვებად და მაგიურ რიტუალებში ერთ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტებად იყენებდნენ.
უხსოვარი დროიდან ტიბეტელი მკურნალები მცენარეებს აგროვებდნენ მაღალმთიან რეგიონებში, საუკუნეების განმავლობაში ყოველ მცენარეს აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ მათ ბუნებას და სხვადასხვა დროს შეგროვებულ მცენარეებს დანიშნულებისამებრ სწორად იყენებდნენ.
ყოველი მცენარის შეგროვება გავს რიტუალს, რომელსაც თავისებური მიდგომა და წესების დაცვა ესაჭროებოდა, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა არამხოლოდ სეზონს, თვეს, რიცხვს არამედ საათსაც კი, ამ საიდუმლოს კი ძალიან კარგად ფლობდნენ როგორც ტიბეტელი ბერები, ასევე სხვადასვა კულტურის და ტრადიციის ხალხი. უძველესი ტიბეტური სამედიცინო კოდექსის თანახმად დედამიწაზე არ იზრდებოდა ისეთი რამ, სამკურნალოდ რისი გამოყენებაც არ იყო შესაძლებელი.
მკურნალების გარდა წარმოუდგენელია მაგების და ოკულტისტების სამუშაო გარემო და პირადი სივრცე მცენარეების გარეშე, რამეთუ ოკულტურ პრაქტიკებში განსაკუთრებული ადგილი უკავია მცენარეებს, რითიც ამზადებენ თილისმებს, ავგაროზებს, აგრეთვე ნახარშებს და ფხვნილებს.
ქვემოთ ნახავთ იმ მცენარეების ჩამონათვალს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გრძნეულებაში.




















