top of page

რუნოლოგია

რუნები

რუნების შექმნა და წარმოშობა უძველესი დროიდან მომდინარეობს, პირველი გერმანული  ფუტარქისეული რუნების ფორმირება პირველი ათასწლეულით თარიღდება, ეს დრო კი შეიძლება ვივარაუდოთ რუნების დასრულებული სახის მიღების დროდ, ასეთი სახის რუნები, თავისი დასრულებული ფორმით იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ევროპაში პირველი ათასწლეულიდან გვიანი შუასაუკუნეების პერიოდამდე. თუმცა პირველწყაროები უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნება.

ეჭვ გარეშეა ის ფაქტი რომ აღმოჩენილი ნიმუშები, ადამიანის ხელით შესრულებული ძვალზე, ქვაზე, კლდეში თუ ხეზე, განეკუთვნება არქაულ ხანას, და თარიღდება ქრისტეშობამდე 17-14 ათასწლეულით, მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ მამონტის თავის ქალაზე გამოსახული ნიშები, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, აგრეთვე ამოკვეთილი ნიშნები კლდეებში, გამომწვარ ძვლებზე .

 

ამ უძველესი გრაფიკული გამოსახულებების ფონზე შესაძლებელია აღმოვაჩინოთ სიმბოლოები, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება წარმოადგენდეს მაგიური სიმბოლიკისა და რუნების საწყის ადრეულ ფორმებს. სვასტიკები, ჯვრები, კელტური ჯვრისებური ფიგურები, ბორბლები, ბორჯღალოები და ა.შ.

უკვე ქრისტესშობამდე 6-5 ათასწლეულში შეინიშნება ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე კულტურის უპრეცენდენტო აყვავება რასაც თან ახლდა  ხელოვნების, ხელნაკეტი ნივთების, მშენებლობების, და  კერამიკის მიღების განვითარება, ამას ადასტურებს ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის ტერიტორიებზე აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთები, მათ შორის უძველესი ტაძრების,

საიტის მენიუ

სამლოცველოების ნანგრევები, კერამიკული ჭურჭლები ასევე კერამიკული ფიგურები, რომელიც გამოხატავდა კონკრეტულ ღვთაებას,

ამ პერიოდის ნივთებზე გამოსახული ნიშან-სიმბოლოები,  წარმოადგენს ალფავიტის წინამორბედს და არა ალფავიტურ მაგიურ სიმბოლოებს. უფრო მოგვიანებით, ქრისტეშობამდე  3-1 ათასწლეულში შემუშავებული სიმბოლიკა იღებს წმინდა (ღვთაებრივი) სიმბოლიკის მნიშვნელობას,  რომელსაც დროთა განმავლობაში ენიჭება ფონეტიკური დანიშნულებადა სწორედ ეს შეუწყობს ხელს უკვე დამწერლობის დახვეწას და განვითარებას.

ასე გაჩნდა ფინიკიური და ეტრუსკული დამწერლობა, ხოლო მოგვიანებით კი ბერძნული და ლათინური დამწერლობა. ანალოგიურად  წარმოიშვა  და  გაჩნდა რუნების დამწერლობაც, რომელიც შემდგომ ალფავიტურ სახეს იღებს, ეს კი განეკუთვნება ჩრდილო იტალიურ ჯგუფს, ანუ ჩრდილო ეტრუსკულსა და იტალიურ შტოს.

სავარაუდოდ დასრულებულ და დახვეწილ დამწერლობით სისტემას  ცენტრალური და  ჩრდილო ევროპული ხალხები ეცნობიან უკვე  ქრისტესშობამდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში.

1812 ნეგაუს (ავსტრო-უენგრეთი) ახლოს გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი ორ ათეულზე მეტი ბრინჯაოს ჩაფხუტ-მუზარადი, დათარიღებული ქრისტეშობამდე 4 ათასწლეულით, ეს აღმოჩენები განსაზღვრავს ხელოვნების განვითარების გარდამტეხ პერიოდს, საქმე იმაში გახლავთ რომ, ერთ ერთ აღმოჩენილ ჩაფხუტზე ნაპოვნია წარწერა, რომელიც განეკუთვნება იტალიური სიმბოლოებიდან ჩრდილო რუნებისკენ გადასვლის და ტრანფორმაციის პერიოდს, ხოლო გაშიფრვის შემდეგ დგინდება ის რომ ენა, რომელზეც იყო შესრულებული ტექსტი, ეკუთვნის მომავალი სკანდინავიელების წინაპრებს.

ტექსტის ტრანსლიტერაცია  Harigast i Teiva; წარმოადგენს ორ სიტყვას, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან დამაკავშირებელი ასო ბგერა  i-ით, სიტყვები გვევლინება კუთვნილებითი სახელის სახით, უკანასკნელი სიტყვა კი წარმოადგენს ერთიანი სკანდინავიური ომის ღვთაების სახელს, Teiwa, Tiva, Tyur.

გათხრებზე დაყრდნობით, ქრისტეშობიდან 2 საუკუნეში სავარაუდოდ იქნა კლასიფიცირებული და ჩამოყალიბებული ერთიანი გერმანული რუნების სისტემა, რომელიც ცნობილია ”ფუტარქ”-ის სახელწოდებით. ხოლო მისი ერთიანი გავრცელება სკანდინავიის ტერიტორიაზე  თარიღდება მე-3 საუკუნით, მისი კონტინენტზე გავრცელება კი მე-4 საუკუნით.

გაფრთხილებისთვის მინდა შეგახსენოთ, ”ფუტარქი” არ წარმოადგენს ბოლომდე ალფავიტის სახეს, იგი წარმოადგენს სიტყვების წყობას.

ფუტარქი შეიცავს 24 ნიშანს, რომელიც 3 ჯგუფად, ანუ (att-ატტ) არის დაყოფილი, თითოეულ ჯგუფი შესდგება 8 ნიშნისაგან. სახელი ფუტარქი სწორედ პირველი ჯგუფის (att-ატტ) ნიშნების წყობით არის შექმნილი.

დღესდღეისობით შემორჩენილია ორასზე მეტი წარწერა, რომელიც არის შესრულებული ფუტარქის რუნებით, რასაც მეორე ნაირად  უმაღლეს და უმცირეს რუნებს უწოდებენ, ზემოთ აღნიშნული წარწერები შესრულებულია  უმეტესწილად  ქვებზე, საბრძოლო იარაღებზე და საიუველირო სამკაულებზე, ზოგჯერ ქვაზე შესრულებულ წარწერას აქვს რამოდენიმე ნიშნის (რუნის) სახე, ზოგშემთხვევაში ეს შესაძლებელია წარმოადგენდეს რომელიმე პიროვნების სახელს, ან მაგიურ (იდუმალ) სიტყვას, გვხვდება აგრეთვე მთლიანი ნაწარმოების , პოემის, ლექსის სახითაც.

bottom of page