top of page

ზოდიაქოს ნიშნები და ავბედითი ქვები


ასტროლოგიური გამოთვლები და მინერალოგიური სწავლებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად შევარჩიოთ ჩვენი ნიშნებისთვის შესაფერისი ქვა ან ქვები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გახდა მეტად აქტუალური.


მინერალების სწორი არჩევა და მათი ენერგეტიკა, ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ბედნიერების მომტანი და მთელი ცხოვრება ქვამ გაუწიოს დაცვა და დახმარება, მაგრამ არსებობს მინერალები, რომელიც მიუღებელია და ხშირ შემთხვევაში აკრძალული.


მინერალების ტარებისას ალბათ გქონიათ განცდა, რომ კონკრეტული ქვა უარყოფითად მოქმედებს თქვენზე, ბუნებრივიც არის, რამეთულ მინერალის არჩევა მეტად ინდივიდუალურია და მხოლოდ თქვენთვის უნდა მოხდეს მათი შერჩევა პროფესიონალი ასტროლოგის მიერ ან მინერალოგის მიერ, რომელიც კარგად ერკვევა ასტროლოგიაში.


არასწორად შერჩეული მინერალი არ და ვერ მოგიტანთ წარმატებას, უფრო მეტიც, შესაძლებელია სწორედ ეს გახდეს უბედურების მიზეზი, რატომ? ყოველი მინერალი ცოცხალი ორგანიზმია, თავისებური ენეგრეტიკით და სიხშრით, რაც სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.


როდესაც გადაწყვეტთ მინერალების შეძენას, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ჩამონათვალს და იხელმძღვანელოთ.

ვერძი - ოპალი, ქრიზოლიტი, ლაზურიტი, მორიონი, ნეფრიტი, ტურმალინი.

კურო - ვეფხვის თვალი, ძოწი, აკვამარინი, ტოპაზი

ტყუპები - ზურმუხტი, ფირუზი, ამეთვისტო, ქრიზოლიტი, კვარცი.

კირჩხიბი - ვეფხვის თვალი, მალაქიტი, ტურმალინი, მორიონი, ფირუზი.

ლომი - ფირუზი, ლაზურიტი, ნეფრიტი.

ქალწული - მარგალიტი, საფირონი, ამეთვისტო, ოპალი, აკვამარინი, ზურმუხტი.

სასწორი - აქატი, ლალი, ფირუზი, სერდოლიკი, აკვამარინი.

მორიელი - ზურმუხტი, კვარცი, აქატი, საფირონი, ონიქსი.

მშილდოსანი - აქატი, ციტრინი, მარგალიტი, ვეფხვის თვალი, ალექსანდრიტი, სერდოლიკი.

თხის რქა - აკვამარინი, ოპალი, მარგალიტი, ავანტიურინი, ქრიზოპრაზი.

მერწყული - ქარვა, სერდოლიკი, ონიქსი, ტოპაზი, ძოწი.

თევზები - სერდოლიკი, აქატი, ონიქსი, ძოწი, ნეფრიტი.


Comments


bottom of page