top of page

შენ მითხარი რა არის სიკეთე და მე გეტყვი რა არის ბოროტება...

Обновлено: 24 июн. 2021 г.

რატომ გვიბრუნდება სიკეთე ბოროტებად? დაფიქრებულხართ ამ საკითხზე?


სიკეთის კეთება არ ნიშნავს უანგაროდ ვინმეზე ზრუნვას და ზედ გადაყოლას, ეს დიდ ზომიერებას, სიტუაციებში გარკვევას და შესწავლას მოითხოვს, რატომ?


თუ ეხმარებით და უგვარებთ ვინმეს პრობლემებს, თქვენ ამის გამო გაქებენ და გადამრჩენელს გიწოდებენ, დიდი ალბათობით ისინი იყენებენ თქვენს ძალებს.

ადამიანი გამოგყავთ პრობლემებიდან, მაგრამ ამით თქვენ იმ ადამიანის თვისებებს, ქცევას, მანერას, ჩვევებს მაინც ვერ შეუცვლით რამაც არსებულ პრობლემებამდე მიიყვანა, მერწმუნეთ ის მოკლე დროში იგივე სიტუაციაში ჩავარდება....



გთხოვთ ვინმე ფულს და იმიზეზებს უმუშევრობას, გაჭრვებას, ან თუნდაც გაუსაძლის მდგომარეობას? ეხმარებით მაგრამ იმ ადამიანს ართმევთ ამით დამოუკიდებლად ფულის შოვნის საშალებას, წირავთ მათხოვრობისთვის და არაჯანსაღ დამოკიდებულებას ფულის მიმართ მაინც ვერ შეუცვლით...


ხშირად უსმენთ დეპრესიული მეგობრების წუწუნს, ტირილს და თქვენ ამშვიდებთ, ის გეუბნებათ რომ მისი მფარველი ღმერთი ხართ ან გადამრჩენელი? რეალურად თქვენი „რჩევების“ მიცემა, დროის და ენერგიის ზედმეტი ხარჯვაა - მისი დაღუპვაა და არა დახმარება, თქვენ მას ხელს უწყობთ იყოს სუსტი და კვებავთ თქვენი ენერგიით. ასეთი ადამიანი გავს ენერგეტიკულ ვამპირს და არა მეგობარს, რამეთუ თავისი წუწუნით თქვენ ენერგიებს გაცლით და მორალურად გასუსტებთ...


რაც მეტჯერ გამოიჩენთ ასეთ ადამიანებზე ზრუნვას, ის მეტად შეეჩვევა იყოს საწყალი მსხვერპლი და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვს ეს კი ჩაკეტილ წრეს გავს და თქვენი ასეთი მზრუნველობა მას კი არ ეხმარება, არამედ მუდმივი მსხვერპლის როლში ყოფნისთვის ხდება განწირული.


თუ თქვენი სურვილით აგვარებთ სხვის პრობლემას და გგონიათ ეს სიკეთე, აქაც უშვებთ შეცდომას, თქვენ ხომ მას სწავლას და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების საშუალებას ართმევთ, რასაც ის პიროვნულად უნდა გაეზარდა და სხვა პიროვნებად ჩამოყალიბების მდგომარეობამდე მიეყვანა...


დასკვნა....


ყველა იქნება კარგად, ყველა იპოვის თავის გზას, იპოვნის გამოსავალს და გაივლის თავის გზას, მიიღებს გამოცდილებებს რაც სჭირდება. მაგრამ რასაც ვეღარ შეძლებთ ხართ თავად თქვენ. შეისწავლეთ თქვენი თავი, რა გიბრუდებათ ცუდად, რა გიბრუნდებათ კარგად, რა გჭირდებათ გულწრფელად და დაეხმარეთ თქვენს თავს ყველა სწორი არჩევანით რომ იყოთ ბედნიერები.


იყავით ბედნიერები და სიკეთე გქონებოდეთ.

Comments


bottom of page