top of page

პრაქტიკაში გამოსაყენებელი
არტეფაქტები

უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე რიტუალების ჩატარების დროს გამოიყენება სხვადასხვა ატრიბუტები. თითოეულ მათგანს თავის დანიშნულება აქვს. ხშირად სრულიად არაა ხოლმე მათი გამოყენების აუცილებლობა, მაგრამ პრაქტიკოსის მაგიდაზე ამ ატრიბუტებს მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია.

საიტის მენიუ

რიტუალური ნივთები მზადდება როგორც საკუთარი ხელით, ასევე იყიდება სპეციალურ მაღაზიებში. თუ გაგიმართლათ, ასეთ ნივთებს საჩუქრადაც მიიღებთ. მთავარი პრინციპი ერთია - სარიტუალო ატრიბუტი თქვენში უარყოფით ემოციას არ უნდა იწვევდეს. თუ რომელიმე ასეთი ნივთი არ მოგწონთ, უმჯობესია, სახლშიც კი არ გააჩეროთ.

ახალი მაგიურ ნივთს შეძენის შემდეგ აუცილებელია მისი დამუხტვა სავსე მთვარის, ბუნების 4 სტიქიის და შელოცვის ენერგიით. ამისთვის ნივთს სავსე მთვარის პერიოდში აყრიან მარილს (მიწა), აკმევენ საკმეველს (ჰაერი), გადაატარებენ ცეცხლის ალზე (ცეცხლი) და აპკურებენ წყალს ან ღვინოს (წყალი), შემდეგ კი კითხულობენ შელოცვას, რომელსაც თითოეული ჯადოქარი საკუთარი სურვილით ირჩევს.

 

მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება.დროდადრო მაგიური ატრიბუტები უნდა გაიწმინდოს. ამისთვის საკმარისია მათი ჩადება გამდინარე წყალში ან სავსე მთვარის ღამიდან დაწყებული ახალი მთვარის პერიოდამდე მიწაში ჩამარხვა.აუცილებელია, რომ ატრიბუტები სუფთად იყოს შენახული. მათ ახვევენ ბუნებრივ ქსოვილებში, ყველაფერს ცალ-ცალკე და უფლებას არავის აძლევენ, რომ დაუკითხავად დაათვალიერონ ეს ნივთები.

bottom of page