top of page

მაგიური რიტუალები

scale_1200.webp

მაგია (ლათ. magia ძვ. ბერძნ. μᾰγείᾱ) — ადამიანის მხრიდან რწმენაზე დაფუძნებული (ქმედება, მოქმედება)ზემოქმედება ბუნების ძალებზე, საგნებზე, ცხოველებზე და სხვა ადამიანების ბედისწერაზე.  აგრეთვე ზებუნებრივი ძალების დამორჩილება ან მათზე

საიტის მენიუ

მანიპულაციები შელოცვების, ლოცვების ამულეტებისა და სხვადასხვა სახის რიტუალების საშუალებით. კლასიფიცირებული პრაქტიკა როგორც მაგია წარმოადგენს სამყაროს მოდელის გამომხატველობით ფორმას, რაშიც მოიაზრება როგორც რელიგიური და ფილოსოფიური, აგრეთვე მეცნიერული ასპექტები, აგრეთვე მაგია თავის თავში აერთიანებს სამყაროს შეცნობის სხვადასხვა სისტემებს, ნეოპლატონიზმს, ჰერმეტიზმს, კაბალას, ქრისტიანულ სწავლებას, დასავლურ კულტურაში არსებობდა სხვადასხვა სახის მაგიური მიმდინარეობები, მაგალითად მაგია ციურ სხეულებზე (ასტროლოგია) და დემონური არსებების ენვოკაცია (დემონოლოგია) და ალქიმია, რაც ითვლებოდა აკრძალულ ხელოვნებად.

მაგიისა და გრძნეულების არსში მოიაზრება სხვადასხვა ცრურწმენებით მდიდარი მოქმედებები, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ზებუნებრივი მოვლენებით, მაგ: ამინდის სულების რწმენით ამინდზე ზემოქმედება, ტყის სულების არსებობის რწმენა და მათზე ზემოქმედება, ურთიერთობა,  საიქიო ცხოვრების, სულების არსებობის მიმართ რწმენა და მათზე ზემოქმედება, აგრეთვე ადამიანური გრძნობების გამომხატველი არსებების, კუპიდონის, ამურის, სუკუბების ინკუბების არსებობის რწმენა და მათი დახმარებით სხვადასხვა ადამიანებში არსებული გრძნობების გაღვივება.

მაგიური რიტუალები და შელოცვები საუკუნის განმავლობაში იხვეწებოდა, XIX-XX საუკუნეებში კი იძენს კაბალას, კათოლიციზმის, აფროამერიკული შამანიზმის, ჰერმეტიზმის სინთეზს, რაც გამოიხატება სარიტუალო ქმედებებსა და შელოცვებში  ერთდროულად სხვადასხვა ენაზე წარმოთქმული ფრაზებით.

XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში მაგიამ და მაგიური მიმდინარეობები იძენს შეფერილობებს მაგ: წითელი (სისხლის, ვამპირების მაგია), შავი (სატანიზმთან ასოცირებული მომაკვდინებელი მაგია), თეთრი (სიკეთის მაგია), მწვანე (ჰომეოპათიის, ბალახების საშუალებით მკურნალობის მაგია - დრუიდების მაგია), რუხი (დემონური ინვოკაციები, სატანისტური გამოვლინება) და ა.შ. რაც ვითომდა ათასწლეულების განმავლობაში გასაიდუმლოებულ, შენიღბულ და ხალხისგან დაფარულ ცოდნის სახით არსებობდა, დაკვირვებული თვალი ფერების დაყოფას ირონიით მიიღებს, რამეთუ მაგიურ სამყაროში არსებობს ერთი ენერგიის წყარო და სხვა სახის შეფერილობას ოპერატორის ქმედებები, მიზნები, მოთხოვნები იღებს.

 

მაგიური ქმედებები უსასრულოდ მრავალფეროვანია და განსხვავდება სირთულით, მარტივად გასაგები რომ იყოს შესაძლებელია ადამიანმა მთლიანი მაგიური მოქმედება გამოხატოს არაცნობიერ მდგომარეობაში ერთ მცირედ მოქმედებად, თუნდაც ჟესტების სახით, ან ქმედება გამოიხატებოდეს ურთულეს ცერემონიალურ რიტუალში. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებულია ოპერატორზე. 

bottom of page