top of page

ოკულტიზმი

61fce6d3a11f30bf70b0a00f74aa70282c0222f1

პრაქტიკული ოკულტიზმის წარმოშობა უძველესი და შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, მაშინდელ პირველყოფილ ადამიანს გააჩნდა მცირე თუ დიდი მაგიური ან მისტიური ხასიათის ადათწესები. რითიც ახდენდნენ ზემოქმედებას მათ ამა თუ იმ ღმერთებსა და მათზე

დამორჩილებულ სულებზე ზემოქმედებას, რათა მათ  ემსახურათ კაცობრიობისთვის. აერიდებინათ ბუნებრივი კატასტროფები და სხვადასხვა სახის უბედურებები. თავდაპირველად ეს მაგიური ტექნიკები იყო მჭიდროდ დაკავშირებული, იმ დროს გაბატონებულ რელიგიურ მოძღვრებებთან და ქურუმთა ხელში. ჩვენამდე მოღწელი ძელი ქალდევური და ძელეგვიპტური ლიტერატურის დამსახურებით გახდა ცნობილი თუ რაოდენ რთული და ღრმა შინაარსის მატარებელი იყო თითოეული რიტუალი, თავისი მრავალფეროვანი შელოცვებით და სიმბოლოკით. ამავე ქვეყნებიდან იღებს სათავეს ასტროლოგიაც, ეგვიპტე კი გვევლინება ოკულტური ფსიქოლოგიის აკვნად, სადაც იყო გაბატონებული რელიგიური შეხედულებები გარდაცვალების შემდგომ სულის გადასვლის შესახებ სხვა სამყაროში ად.ფრანკის აზრით ღვთიური არსის, ღვთაებრივი სიბრძნის შესახებ ოკულტური სწავლების (თეოსოფია) სათავე უნდა ვეძებოთ ღრმა შინაარსის მქონე ებრაელი კაბალისტებისა და ზარატუსტრას ნაშრომებში.აგრეთვე ოკულტიზმის ფართო წარმოდგენებს ვპოვებთ ნეოპლატონიზმის თეორიის საფუძლებშიც (სამების ერთარსის ემანაციებში) განსაკუთრებით კი იამვლიხისა და მისი მოწაფეების სწავლებებში, რომლის კალამსაც მიაწერენ «Περί μυστηρίων» ნაშრომს,

საიტის მენიუ

რომელიც ეძღვნება ექსტაზის მდგომარეობაშ ღვთაებებთან და სულეთან შერწყმის მაგიურ მეთოდებს და ზემოქმედებებს.Пხოლო შასაუკუნეებში ოკულტურ პრაქტიკებს აქტიურად იყენებდნენ ასტროლოგები და ალქიმიკოსები.ოკულტიზმის, როგორც ფილოსოფიური სწავლების შემდგომი განვითარება აღორძინების ეპოქაში (XIII—XVI) მოხდა, ისეთი ავტორის ნაწარმოებში როგორიც არის ნეტესჰეიმელი აგრიპა (1456—1535) თვალნათლივ ვხედავთ ყველა საიდუმლო ცოდნის გაერთიანების მცდელობას ერთიან ფილოსოფიურ ჭრილში, ხოლო მაგიას კი წარმოგვიდგენს ბუნებრივ მეცნიერებად, რითიც ცდილობდა სასწაულების ახსნას ბუნებრივი პროცესებით. აგრეთვე მას მიეკუთვნება სამყაროს სულის არსებობის თეორიაც (ე.წ. კვინტესენცია-მეხუთე ასრის თეორია, ანუ ,ოთხ ელემენტზე და სტიქიაზე  მეხუთის დამატების თეორია) აგრეთვე სხვადასხვა საგნების ერთმანეთის მიმართ სიმპატიის და ანტიპატიის კანონზომიერების თეორიაც, ხოლო პარაცელსმა (1493—1541) თავის დროზე მედიცინაში აგრიპასეული საგნების ერთმანეთის მიმართ სიმპატიის და ანტიპატიის თეორია წარმატებით გამოიყენა, ამ სწავლების საფუძველზე შექმნა თავისი მკურნალობის სისტემა კონკრეტული ორგანოებიდან სხვასდასხვა სახის დაავადებების გადატანის თეორია მცენარეებზე, ცხოველებზე და აგრეთვე ადამიანური გამონაყოფი მასებით სნეულებების დამიწების შესახებ. ჟანბატისტა დელა პორტამ (1538—1615) თავის ნაშრომში «Magia naturalis» (ლონდონი, 1561, და ნეაპოლი, 1589) თავი მოუყარა სხვადასხვა ხალხთა ცრურწმენების დიდ მასალას. რომელიც ერთ ერთ სამაგიდო წიგნად იქცა იმ დროის ოკულტურ წრეებში.

 

ინგლისელმა რობერტ ფლადმი (1574—1637) შეეცადა ფანტასტიურ კოსმოგონიაში გააერთიანებინა ნეოპლატონიზმის და კაბალას და ქრისტეს სწავლებისა, რაც ფლადას თეოლოგიის სწავლებანში «voluntas» და «noluntas» კარგად ჩანს. ემანუილ სვედენბორგმა (1688—1772) კი მეტად განავითარა თავის ნაწარმოებში სულების, საიქიო ცხოვრების შესახებ სწავლებანი, რითიც თამამად შეიძლება მიენიჭოს თანამედროვე სპირიტიზმის ფუძემდებლად.

 

შემდგომ სპირიტიზმის თეორეტიკოსები გახდნენ გერმანელი პნევმატოლოგები ი.იუნგი და გ. შტილინგი (1740—1817),  ავტორები "სულთამეტყველების თეორია" , აღნიშნულ ნაშრომში წარმოდგენილი პირველი მცდელობით, ავტორებს სურდათ მეცნიერულად დაემტკიცებინათ სულებისა და ადა მიანების კავშრი ჰიპნოზის საშუალებით, რითიც ცდილობდნენ რომ დაემტკიცებინათ სულის მატერიალიზების თეორიაც.

 

XIX საუკუნეში ოკულტიზმი მოიაზრებოდა როგორც სპირიტიზმის, სპირიტუალიზმის, ტელეპატიის ნაწილად, რითიც ხდებოდა ამოუხსნელი მოვლენების მეცნიერული დასაბუთება, სწორედ ამ ცდების წყალობით მოხდა შთაგონებისა და ჰიპნოზის დამტკიცება

 

სპირიტიზმის თეორიული მტკიცებულება მიიღო ამერიკელი ე.დ.დევისის (1826—1910) და ფრანგი რივალეს ცნობილი (ფსევდონიმით ალან კარდეკი) (1804—1869) ნაშრომებში, სადაც არის მცდელობა სპირიტუალისტური ხედვით სამყაროს მოწყობა, სულის უკვდავება, გარდასახვა (ინკარნირება).

 

ინგლისსა და გერმანიაში სპირიტიზმის მეცნიერულად გამოკვლევა დაიწყეს ა.რ. უოლესმა, კრუკსმა, ცელნერმა და დიუ- პრელმა; 

 კრუკსმა (1832—1919) განახორციელა მთელი რიგი ცდები სპირიტული მოვლენებით საგნებისთვის წონის შეცვლაზე, რამაც დაამკვიდრა ფსიქიკის ძალის თეორია, რომელიც გამოიყოფა მედიუმისგან და სპირიტული სეანსების დროს მონაწილე ხალხისაგან.  როგორც ჩანს ეს ფსიქიური ძალა უთანაბრდება ბარონ რაიხენბახის ოდს, ძალა რომელის გამოსხივება არა მარტო ცხოველებისგა, მცენარეებისგან ფრინველებისგან ხდება არამედ სულისგან და ყველა იმ ადამიანისგან ვინც არის დაკავებული ნათელხილვით. ხოლო ცელნერმა (1834—1882) სპირიტული მოვლინების დასაბუთებისთვის წამოაყენა თეორია  ოთხგანზომილებიანიგონიერი არსებების შესახებ, რომელიც მოიცავს მთლიან ოთხგანზომილებიანი სამყაროს. კარლ დიუ-პრელის (1839-1899) მსოფლმხედველობა უკავშირდებოდა დარვინის სწავლებებს ორგანიზმების ეტაპობრივი განვითარების, მათი ირიბი შერჩევის გზით გარესამყაროს პირობებთან მიზანმიმართულად შეგუების და სამყაროში შეგუების უსასრულო მრავალფეროვნების შესახებ, და იგი მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლოა, არსებობდეს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, და მათ შორის სუბიექტური სამყაროები, ანუ წარმოდგენები სამყაროების შესახებ. დარვინი ადამიანის სწავლებების შესახებ, დიუ-პრელის აზრით, მხოლოდ ცალსახად აკეთებს მინიშნებას ადამიანის წარსულზე, როცა ამავდროულად მასში შესაძლებელია მოიძებნოს მომავლის ნაწილები, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ორგვარადმსუნთქავი თევზები წარმოადგენენ ქვეწარმავლების გვიანდელ სამეფოს, ხოლო პტეროდაქტილები - ფრინველთა სამეფოს. მომავლის ნაწილები ადამიანში უმეტესწილად იმალება არა მის ბიოლოგიურ თვისებებში, არამედ მის ფსიქოლოგიურ გამოვლინებებში.

XIX საუკუნეში სპირიტიზმსა და ოკულტიზმს ეძღვნებოდა შემდეგი ჟურნალ-გაზეთები : «Moniteur spirite et magnétique» ბრიუსელში, «Messager» ლიუტიხში, «Le spiritisme» и «Journal du magnétisme» პარისში, «Bulletin de l’association des journalistes et écrivains portugais» (ლისაბონში), «Revue de l’hypnotisme», «L’aurore», «Lyre universelle», «Revue franco-hellénique», «La paix sociale», «La Revue spirite», «La chaîne magnétique», «La lumière», «Le Lotus», «Initiation» (პარისში), «Les sciences mystérieuses» (ბრიუსელში), «Lux» და «La Psiche» რომში, «Annali dello spiritismo» ტურინში, «Die reformierenden Blätter» პეშტში და რუსულ ენაზე კი   «Ребус»  მოსკოვი და პეტერბურგი(1881—1918).

პაპირის თანახმად (1865—1916) ოკულტიზმი წარმოადგენდა ფილოსოფიურ სწავლებათა მთელ სისტემას,  რომელშიც იყო გაერთიანებული შემდეგი დისციპლინები: მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, სპირიტუალიზმი, ტაროს და ჩვეულებრივი სათამაშძო კარტების შესწავლა და განხილვა.

თანამედროვე ოკულტური მიმდინარეობებია ნიუ ეიჯი, რერიხის მიმდინარეობა, აგნი იოგა (ცოცხალი ეთიკა), რეალობის ტყრანსსერფინგი, ტრანსცენდენტალური მედიცინა, დონ ხუანის სწავლებები და დეირი.

საიტის მენიუ
bottom of page