top of page

შამანიზმი

შამანიზმი

შამანი - ტერმინი მსოფლიოს სხვადასხვა ენებშია გავრცელებული, ერთ ერთი ვერსიით სიტყვა შამანი წარმოიშვა ძვ. სანსკრიტული ენიდან რაც  (श्रमण śramaṇa) — მოხეტიალე განდეგილს, სულიერ წინამძღოლს-ასკეტს ნიშნავდა ძველ ინდოეთში.

ბუდიზმთან ერთად ეს ტერმინი მთელს აზიაში გავრცელდა, ხოლო ტუნგუსკური (ევენური) ენიდან ეს ტერმინი ძველ რუსეთში და დასავლურ ენებში გავრცელდა.

შამანი არის ადამიანია რომელიც წარმოადგენს სულებთან დამაკავშირებელს, მათ რჩეულს და სხვა სამყაროებში მოგზაურს, რომელიც ფლობს სულების, პარალელური სამყაროების და სხვა რეალობის დანახვის უნარს. 

შამანის ფუნქცია-მოვალეობა იყო (გარდაცვლილი, ბუნების, სტიქიების, ტყის, ცხოველების) სულებთან ჰარმონიული კავშირი, სამყაროს წონასწორობის და ბალანსის შენარჩუნება, ხალხის კურნება, კარგად ფლობს ეკზორციზმის ტექნიკებს, არის ბალახებით მკურნალი და შესწევს წინასწარმეტყველების და ნათელხილვის უნარი.

შამანი ყველა კულტურასა და ტრადიციაში ითვლებოდა სულების გამცილებლად და პარალელური სამყაროების კარიბჭის მცველად, რასაც ძველ ეთნოგრაფიულ ჩანახატებშიც ვაწყდებით. მკურნალობის უბადლო ნიჭი მას სწორედ სულებთან კავშირის შედეგად ქონდა მიღებული. 

შამანურ პრაქტიკებში აქტიურად გამოყენებული ტექნიკები, წესების დაცვა და მოქმედებები თვალნათლივ გამოიხატება ჩვენს რეალობაშიც, რასაც ვხედავთ ფოლკლორურ და თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებში, რელიგიურ მსახურებებში, თანამედროვე და შუასაუკუნების მაგიურ ტრადიციებში, აგრეთვე ჰომეოპათიურ და ყოველდღიურ საქმიანობაში.

არ შემიძლია გვერდი ავუარო იმ ფაქტსაც რომ ძველი შამანის პერსონაჟი ძალიან ახლოს დგას თანამედროვე ადამიანთან რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ საშუალებებზე, რამეთუ არც ერთი შამანი ტრანსულ მდგომარეობაში შხამიანი, მათრობელა საშუალებების გარეშე ვერ შედიოდა სულებთან რეზოზნანსში, ამას კი სხვადასხვა შხამიანი თუ მათროებლა მცენარეების მიღებით ახორციელებდა. (სოკო, კანაფი, შხამიანი სხვა მცენარეები, ალკოჰოლი)

საიტის მენიუ

შამანიზმი არ  წარმოადგენს რელიგიურ მიმდინარეობას, ის თავის თავში აერთიანებს: საბრძოლო ხელოვნებას, სამკურნალო საშუალებებს, მისტიურ და ოკულტურ ტრადიციებს (ნათელხილვას, რიტუალურ ქმედებებს) და ა.შ.

შამანიზმი გავრცელებილი იყო არა მხოლოდ ციმბირში, შამანურ ტრადიციებს კარგად ვხედავთ ძალიან ბევრ უძველეს ერებში: ამერიკელი ინდიელები, ინდოელები, ტიბეტი, კორეა, ევროპის უმეტესი რეგიონი, რუსეთი, აფრიკა, ავსტრალია, მათ შორის საქართველო და ა.შ. მათი კოსმოგონია ძალიან გავს ერთმანეთს ისევე როგორც სარიტუალო ქმედებები, მაგრამ განსხვავდება ენობრივი ბარიერი.

შამანი ბელადისაგან არაფრით განსხვავდებოდა, როგორც თანამედროვე მოდელშია მეფე და პატრიარქი, შამანი ისევე იღებდა მნიშვნელოვან როლს ბელადთან ერთად როგორც ჩვენი თანამედროვე მმართველობითი ორგანოები, შამანი აქტიურად იყო ჩართული საკიუთარი ხალხის რელიგიურ, ზნეობრივ, მორალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე სამხედრო და სტრატეგიულ საქმიანობაში.

არც ერთი ბელადი არ იღებდა გადაწყვეტილებას, არ იწყებდა ომს, არ ახორციოელებდა გარკვეულ ფერორმებს შამანის გარეშე, მაგრამ დროთა განმავლობაში შამანიზმმა განიცადა ტრანსფორმაცია და გრძნეულება შამანიზმის განუყოფელი ნაწილი გახდა, რასაც ვხედავთ აფრომაერიკულ შამანიზმში, როგორიც არის ვუდუ, ჰუდუ, სანტერია და ა.შ. ეს კი განაპირობა აფრიკელ აბორიგენებში კათოლიციზმის გავრცელებამ და რელიგგიის სადისტური მეთოდებით დამკვიდრებამ, შავკანიანი ტყვეების მონებად გაყიდვის და სიკვდილით დასჯის მიუხედავად აფრიკელებმა ბოლომდე არ უღალატეს თავის რელიგიურ ტრადიციებს და იძულებითი წესით დამკვიდრებული კატოლიკური რელიგია მოარგეს თავის უძველეს რელიგიას, რითიც შეინარჩუნეს ტრადიციები, რასაც უკვე ჩამოთვლილ აფრო მაერიკულ შამანურ მიმდინარეობში თვალნათლივ ვხედავთ.

 

bottom of page