top of page

ტაროლოგია

საიტის მენიუ
  • ბოლო წლების განმავლობაში მეტ პოპულარობას იძენს ტაროს კარტებით მარჩიელობა, ტაროს არკანებზე მედიტაციები, აგრეთვე ტაროს რიტუალები, რითიც ეზოთერიკოსთა უმეტესობა მარჩიელობის და ტექნიკების ამ ფორმას სხვადასხვა ტერმინებით გამოხატავს, როგორიც არის ტაროლოგია ან ტაროსკოპია.

  • ტაროსკოპია უფრო ხშირად უცხოურ საიტებზე შეინიშნება ვიდრე ქართულ ინტერნეტ სივრცეში. მოდით უკეთესად გავერკვიოთ ამ ტერმინებში, რომ ტაროს კარტებზე სწორი წარმოდგენა შეგვექმნას.

  • სკოპია -  (ბერძნულიდან. skopeo) - ხედვა; ანუ ვხედავ, ვაკვირდები, ვახდენ ვიზუალიზაციას;

  • ლოგია -  (ბერძნულიდან. logos) - სიტყვა, შემეცნება, ანუ შევიმეცნებ, ვიკვლევ, ან გავცემ ცოდნას;

  • ტაროსკოპია  - არკანების განხილვა, ვიზუალიზირება და დაკვირვება, რომელსაც იყენებს მანტიკის პრაქტიკოსები პიროვნების სულიერი განვითარებისთვის;

  • ტაროლოგია - არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს სამყაროს ენერგეტიკულ პროცესებს, რომელიც განაპირობებს სამყაროს ობიექტურ გავლენას ადამიანის სოციალურ გარემოზე. უფრო ზუსტად  ოკულტური მიმდინარეობა, რომელიც იკვლევს არკანების ზემოქმედებას და ანალიზს კონკრეტულ მოვლენებზე;

  • ტაროლოგი - წარმოადგენს (პიროვნებას) სპეციალისტს, რომელიც იკვლევს (სწავლობს) ტაროს არკანების საკრალურ არსს, მათ ბუნებას, რაც უპირველესყოვლისა მუშაობს არკანების ენერგეტიკაზე, რაც ახდენს ზემოქმედებას ყოველდღიურ სიტუაციებზე, აგრეთვე პიროვნებას ვინც მუშაობს ტაროს რიტუალებზე, მედიტაციებზე, და ა.შ;

მაღალი არკანების გაცნობის შემდეგ შეგეძლებათ ბედისწერის 22 კარის გაღება და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ზუსტი პასუხების მიღება.

ტაროლოგების აზრით ტაროს მაღალი არკანები წარმოადგენს ბედისწერის 22 კარს, ამ განყოფილებაში გაგაცნობთ მაღალი და დაბალი არკანების კლასიკურ მნიშნელობებს. ტაროს მაღალი და დაბალი არკანები ერთმანეთთან დაკავშირებულია სამყაროს მოწყობის საერთო სტრუქტურით. ტაროლოგიაში ამ კავშირს მრავალი ახსნა აქვს თუმცა უმეტესი ოკულტისტი აღნიშნულ კავშირს სამყაროს შექმნისა და აღსასრულის ბიბლიურ ინტერპრეტირებას ახდენს.

მაღალი არკანები

დაბალი არკანები

toro_yeat_1.jpg
  • ყველაფერი ტაროს შესახებ,

  • ტაროს ისტორია,

  • გაშლის ტექნიკები,

  • მაღალი და დაბალი არკანების მნიშვნელობა,

  • ტაროს გაცნობა

bottom of page